მთავარი » 2014 » დეკემბერი » 6 » პოლ ვოლკერის ქალიშვილი, მამასთან საცხოვრებლად რამდენიმე კვირის წინ გადავიდა
07:34
პოლ ვოლკერის ქალიშვილი, მამასთან საცხოვრებლად რამდენიმე კვირის წინ გადავიდა

პირველ დეკემბერს, ჰოლივუდის მსახიობი და ფილმ „ფორსაჟის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი, პოლ ვოლკერი ლოს ანჯელესში, ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. მსახიობი 40 წლის გახლდათ, მას ერთი ქალიშვილი, 15 წლის მიდოუ ვალკერი დარჩა.

მიდოუ 15 წლის ასაკამდე მამისგან მოშორებით, დედასთან, რებეკა მაქბრეინთან ერთად ცხოვრობდა და პოლთან საცხოვრებლად რამდენიმე კვირის წინ გადავიდა.

როგორც თავად მიდოუ აცხადებდა, მას მამის გაცნობა უფრო ახლოს სურდა. მიუხედავად ამისა, პოლი ქალიშვილის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როგორც გარდაცვლილი მსახიობის მეგობრები აღნიშნავენ, მიდოუ შეძრწუნებულია და არავისთან კონტაქტი არ სურს, მასთან დედა, რებეკა მაქბრეინი ჩავიდა. 

 

 

    

 

 

 

 

 

 

კატეგორია: ამბები | ნანახია: 493 | დაამატა: Kicha | ტეგები: პოლ, ვოლკერი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar